ახალი ამბები
"მართლმსაჯულებას არ აქვს კარგი ან ცუდი დრო" - მაია ცქიტიშვილი
ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ხელისუფლებასთან დიალოგის ჩაშლისთვის იყენებს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მოლაპარაკებების განხილვა საჭიროა დიალოგის რეჟიმში და არა ქუჩის აქციების პროცესში.

„გიგი უგულავას დაკავებას და დიალოგის შესაძლებლობას ნუ დავუკავშირებთ ერთმანეთს. მართლმსაჯულებას არ აქვს კარგი ან ცუდი დრო, არ შეიძლება იყოს მოსახერხებელი და მოუხერხებელი დრო მართლმსჯასულებისთვის. სამწუხაროა, რომ მისი აღსრულების დრომ შექმნა განცდა, რომ ეს შეიძლება იყოს პოლიტიკურად მოტივირებული ან პოლიტიკასთან დაკავშირებული. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია იყენებს ამ ფაქტს დიალოგის ჩაშლისთვის. რა თქმა უნდა, შევუერთდები ჩემს კოლეგებს ოპოზიციისკენ მოწოდებაში, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.