ახალი ამბები
"მარცვლეულის წარმოება სახელმწიფოსგან მხარდაჭერილი არ არის" - გიორგი ხანიშვილი
„მარცვლეულის წარმოება არის სექტორი, რომელიც სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერას ვერ ღებულობს“- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულების განსავითარებლად სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტები, თუმცა საბიუჯეტო რესურსები ყოველთვის საკმარისი არ არის.

„მარცვლეულის წარმოება არის სექტორი, რომელიც სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერას ვერ ღებულობს.ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით, 50-55 000 ჰექტარი ქერისა და ხორბლის ნათესი ფართობი გვაქვს, სადაც საშუალო მოსავლიანობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. თუმცა, გვყავს ცალკეული ფერმერები, რომლებიც ჰექტარზე იღებენ 5-6 ტონა მოსავალს. არადა, ქართულ მიწას შეუძლია, სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებებისა და შესაბამისი თესლის შემოტანის პირობებში, საშუალო საჰექტრო მოსავალი ავიდეს 5-6 ტონამდე. ჩვენ ამ დონეს საშუალოდ, 5-6 წლიან პერიოდში მივაღწევთ.

სამინისტროში დამუშავებულია პროგრამა, რომელიც არის მარცვლოვანი კულტურების მიმართულებით. ეს არის ელევატორების სისტემის განვითარება. კერძოდ, მინდვრის ელევატორებიდან მოხდება მაღალხარისხიანი თესლის, ასევე, შესაბამისი ჰერბიციდების და პესტიციდების გაცემა. ეს იქნება ლაბორატორია მიღების პერიოდში. გადახარისხდება ხორბალი და მიეწოდება შესაბამის სეგმენტს.

იქიდან გამომდინარე, რომ მარცვლეულის წარმოებაზე ძალიან არის დამოკიდებული მეცხოველეობის და მეფრინველობის მიმართულების განვითარება, ყველა ეს პოროგრამა შემუშავებულია სამინისტროში, თუმცა, სამწუხაროდ, საბიუჯეტო რესურსი ყოველთვის არ არის საკმარისი.

ჩვენ ასევე გვაქვს ბიოპროდუქტების წარმოების ცალკე პროგრამა, რომელზეც ასევე რესურსი არ გვყოფნის. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ დონორებთან, რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი რესურსი გამოიყოს“- განაცხადა გიორგი ხანიშვლმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.