კორონავირუსის პირველი ვაქცინა 18 თვეში დამზადდება
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ
გებრეიესუსის განცხადებით, კორანივირუსის წინააღმდეგ მიმართული
პირველი ვაქცინა შეიძლება 18 თვეში იყოს ხელმისაწვდომი.
„ასე რომ, ჩვენ დღეს არსებული იარაღების გამოყენებით, ყველაფერი უნდა
გავაკეთოთ“, - განაცხადა მან ჟენევაში გამართულ
პრესკონფერენციაზე.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსს
ოფიციალურად ეწოდა „COVID-19“ და სხვა სახელით მისი მოხსენიება
არასწორი იქნება.