სამაშველო სამსახურმა ზვავში მოყოლილი ტურისტები გადაარჩინა
თეთნულდის სამაშველო სამსახურმა ზვავში მოყოლილი ტურისტები
გადაარჩინა.
მათი ინფორმაციით, ჩეხეთის მოქალაქეები თეთნულდის მიმდებარე
ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში - გაუკვალავ თოვლში სრიალებდნენ.
სრიალის დროს მოწყდა ზვავი. მთის კურორტების განვითარების კომპანიის
თეთნულდის სამაშველო სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა
მომხდარზე.
მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განმარტავენ, რომ სამაშველო
ოპერაცია მხოლოდ 2 წუთი გაგრძელდა, ჩეხეთის ოთხივე მოქალაქე უვნებელი
გამოიყვანეს ზვავიდან, მხოლოდ ერთ მათგანს აღენიშნება ხელის
მოტეხილობა, პირველადი სამედიცინო დახმარება მას ადგილზე გაეწია,
შემდგომ მოხდა მესტიის საავადმყოფოში მისი გადაყვანა.