ახალი ამბები
"კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით პროგრესია" - ჩინეთის ელჩი
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის, ლი იანის ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით პროგრესი შეინიშნება. ელჩის განმარტებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა, ხუპეის პროვინციის გარეთ, ჩინეთის სხვა რეგიონებში, მეექვსე დღეა რაც მცირდება. „უკვე მეოთხე დღეა, რაც არც ერთ ახალ ქვეყანასა თუ რეგიონში არ დადასტურებულა ვირუსის შემთხვევები. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტის უახლესი სტატისტიკის მიხედვით, 9 თებერვლის მონაცემებით, სულ დადასტურებულია კორონავირუსის 35 982 შემთხვევა, გამოჯანმრთელების 3 281 და სიკვდილის 908 შემთხვევა, შესაძლო შემთხვევების რაოდენობა კი შეადგენს 23 589-ს.სულ დაფიქსირებულია 399 487 ახლო კონტაქტის შემთხვევა, იმ ახლო კონტაქტის შემთხვევების რაოდენობა, როცა ჯერ კიდევ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფება პირი, შეადგენს 187 518-ს. კარგი ამბავი არის ის, რომ 2 თებერვლიდან დაწყებული გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ გადააჭარბა დაღუპულთა რაოდენობას. ახალი შემთხვევების რაოდენობა ხუპეის პროვინციის გარეთ, ჩინეთის სხვა რეგიონებში, მეექვსე დღეა რაც მცირდება“ - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

მისი თქმით, დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ეპიდემიის პრევენცია და კონტროლია. როგორც ელჩი აღნიშნავს, „ძალა ერთობაშია“ - ამ სულისკვეთებით ჩინელი ხალხი ერთად ებრძვის ეპიდემიას. ელჩის განმარტებით, წესრიგმა და სტაბილურმა წინსვლამ ეფექტურად შეაფერხა ვირუსის გავრცელება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.