რამდენიმე წლის წინ დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოები დასასრულს
უახლოვდება.
ამის შემდეგ სამონასტრო კომპლექში საუკუნეების წინანდელი ტრადიციები
აღდგება, მათ შორის ღვინის დაწურვა და შენახვის ტექნოლოგიები.
რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
სააგენტოსთან ერთად დაიგეგმა. მასში აქტიურად არის ჩართული ეპარქიის
ხელმძღვანელი, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.
ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მასშტაბური სარეაბილიტაციო
სამუშაოები 2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული სააგენტოს მიერ კომპანია “RMG “-თან ერთად დაიწყო.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს
სააგენტოს, კომპანია RMG-სა და საქართველოს საპატრიარქოს 4 ეპარქიას
შორის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც კომპანია 2018-დან 2021
წლის ჩათვლით 7 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მათ შორის ალავერდის
სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთვება. 4 წლიანი
პროექტი კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების 1 700 000 ლარით
დაფინანსებას ითვალისწინებს.
ნახეთ
ვიდეო