თუ ღამურას არ ჭამთ არ ნიშნავს რომ რამით მეტნი ხართ - ჩინეთში დარჩენილი ქართველი გოგო
ქართველი გოგონა თამთა ხურცილავა,
რომელიც კორონავირუსით დაავადების საფრთხის მიუხედავად ჩინეთში
დარჩა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და საფრთხის მიუხედავად ჩინეთში
დარჩენა გადაწყვიტა, რადგან ენდობა ამ სახელმწიფოს და გამოსავალის
პოვნის იმედი აქვს. მან ქართველებს სიმშვიდისკენ მოუწოდა:
"ყველას მადლობა ვინც შემეხმიანა და მომიკითხა. სტაბილურად ვარ,
ვცდილობ პანიკას არ ავყვე და დავრჩე მშვიდი და საღი.
კიდევ კარგი ჩინეთში დაბლოკილია სოც ქსელები და ვერ ვხსნი ვიდეოებს,
თორემ ალბათ ქართული არხების ყურების შემდეგ კორონათი არა მარა
ინფაქტით აუცილებლად მოვკვდებოდი. აი ყველა იმათ გასაგონად
ვინც კლავიატურა გაცვითა ჩინეთის გინებაში, ეს რომ საქართველოში
მომხდარიყო უკვე ამოვწყდებოდით. თქვენ თავს მიხედეთ და თუ ღამურას არ
ჭამთ არ ნიშნავს რომ რამით მეტნი ხართ.
მე მჯერა ჩინეთის და ვიცი რომ მალე იპოვიან გამოსავალს, ამიტომაც
გადავწყვიტე დარჩენა. თბილისში ჩამოსვლაზე არც მიფიქრია. იმის
შანსი რომ დავინფიცირდე არსებობს, პირველ რიგში ჩემს ოჯახს არ
ჩავაგდებ ამ ვირუსის ტყვეობაში და შემდეგ არც ჩემს თავს ამ ქვეყნის
ხელში სადაც ჯერ კიდევ ვერ სვავენ სწორ დიაგნოზებს.
ღამურებზე და ჩინელებზე ღლიცინს და წყევლა-კრულვას მოეშვით, წიგნები
აიღეთ და განათლდით და წესიერი მთავრობები მოიყვანეთ!" - წერს თამთა
ხურცილავა.
წყარო:newposts.ge