ეს ყველაფერი სარწმუნოების განსამტკიცებლად არის - პატრიარქი კორონავირუსზე და პანიკაზე
გამოჩნდა ახალი ვირუსი და მრავალი
ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა
"სიკვდილის ვირუსი". ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ განმტკიცდეს
სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი, - ამის შესახებ საქართველოს
კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების
საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა მათ კარ-მიდამოს და შვილებს
დილა-საღამოს ნაკურთხი წყალი ასხურონ.