საპატრულო პოლიციის ფორმა საჩუქრად 15 წლის გიორგი ფალელაშვილს
09:26 / 01.02.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა
სირაძემ 15 წლის გიორგი ფალელაშვილს, რომელიც 2019 წლის ოქტომბერში
დაჭრეს, სიურპრიზი მოუწყო, სახლში მოინახულა და სპეციალურად მისთვის
მომზადებული საჩუქარი გადასცა.
შემთხვევა გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ მოხდა.
არასრულწლოვანი გიორგი ფალელაშვილი მეგობრებთან ერთად სახლში
ბრუნდებოდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, რომელიც მანამდე 2
მოქალაქეს ეკამათებოდა, გიორგის მეგობარს და მის მამას დაუწყო ჩხუბი.
მოზარდი მეგობრის და მისი მამის საშველად შემობრუნდა, რა დროსაც
უცნობმა იგი ცივი იარაღით დაჭრა.
პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავა, დაჭრილი
ახალგაზრდა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია
ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, გიორგის
დამრიგებლის, ლია ტუშურის „ფეისბუკ“-პოსტიდან ცნობილი გახდა,
რომ ბიჭი პოლიციელობაზე და პოლიციელის ნამდვილ ფორმაზე ოცნებობდა.
გიორგიმ ოპერაციის წინ წერილი დაწერა, რომელიც დედას გადასცა: „აბა,
რა, მე ხომ ადამიანების სიცოცხლეზე უნდა ვიზრუნო...
შსს“.
საპატრულო პოლიციის დირექტორმა ვაჟა სირაძემ გიორგის საგანგებოდ
მისთვის შეკერილი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ფორმა და
სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცა.
ვაჟა სირაძემ მოზარდი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაშიც
წაიყვანა, სადაც მომავალი პოლიციელების მომზადება ხდება. მათ
აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა უმასპინძლა, რომელმაც გიორგის
სასწავლებლის სპეციფიკა გააცნო, აკადემიის შენობა, სასროლეთი და
„შუთჰაუსი“ დაათვალიერებინა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.