საქართველოს მოქალაქეების ნაწილი
ჩინეთიდან გამოგზავნილი ამანათების გამოტანისგან თავს იკავებს.
კორონავირუსის გავრცელების მზარდი ტემპის
გამო ქვეყანაში გაჩნდა შიში, რომ
შესაძლოა ამანათების შემოსვლამ ქვეყანაში ვისრუსი შემოიტანოს.
ექსპერტები და ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს ამშვიდებენ და
აცხადებენ, რომ ჩინეთიდან შემოსული პროდუქცია, ტანსაცმელი და
სხვადასხვა ტიპის მოხმარების ნივთები არ არის საშიში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს გასცემს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წამსვლელთათვის, კერძოდ, მოერიდონ
ცხოველებთან კონტაქტს (მკვდარი, ცოცხალი), ცხოველთა ბაზრებს, ფერმებს,
ცხოველურ პროდუქტებს (თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ
ხორცს).