25 იანვარს პოლიციაში შევიდა
შეტყობინება, რომ თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დროებით
მცხოვრებ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს,
როუან კემპბელს საკუთარი ველოსიპედი მოჰპარეს, რომელიც სახლთან ჰქონდა
გაჩერებული. მეპატრონის განცხადებით, ველოსიპედზე დამაგრებული იყო
ჩაფხუტი და 2 ჩანთა.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ბრიტანელი მოგზაურის ველოსიპედს თბილისში,
ცოტნე დადიანის ქუჩაზე მიაკვლია და სატრანსპორტო საშუალება კანონიერ
მფლობელს დაუბრუნა.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია.
საკუთარი ველოსიპედის დაბრუნებამდე კი უცხოელ მოგზაურს საქართველოში
ველოსიპედი აჩუქეს.