„ასეთია ქართული
სტუმართმასპინძლობა“, - წერს Facebook-ის პირად გვერდზე ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ
ქვრივიშვილი და იმ ბრიტანელ მოგზაურთან ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც
რამდენიმე დღის წინ თბილისში ველოსიპედი მოპარეს.
საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოსულ ბრიტანელ
მოგზაურს, როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში
ველოსიპედით მოგზაურობს, თბილისში ველოსიპედი მოპარეს, რაზეც
მოგზაურმა სოციალურ ქსელში შემდგი პოსტი გამოაქვეყნა:
„11 ქვეყანა და 7500 კმ ველოსიპედით გამოვიარე და მოგზაურობის
გაგრძელება მინდა, თუმცა თუ ჩემს ველოსიპედს ვერ ვიპოვი, ჩემი
მოგზაურობა დასრულდება“.
ამ პოსტის შემდეგ როვან ქემფბელს, ბევრი საჩუქარი გაუკეთეს ჩვენმა
მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. მას ველოსიპედი
აჩუქეს, ორი ღამე სასტუმროში და ტრადიციული ქართული ვახშამით
გაუმასპინძლდნენ.