ახალი ამბები
"გლუკსმანი პრაქტიკულად სააკაშვილის თანამშრომელი იყო"- გიორგი ვოლსკი
"ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენლები იმ რაოდენობის შეკითხვას სვამენ, რომელიც პრაქტიკულად დროში საშუალებას არ აძლევს ჩვენს დელეგაციას, დელეგაციის ხელმძღვანელს, ვიცე-სპიკერს პასუხი გასცეს ამ შეკითხვებზე. 2 წუთიც კი არ იყო ამისთვის მიცემული, - ამის შესხებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, საკმაოდ ნათელი სურათი დაიხატა.

„გამოყავთ ვინმე გლუკსმანი, რომელიც ცნობილი პიროვნებაა. იგი იყო სააკაშვილის სფიჩრაითერი და პრაქტიკულად მისი თანამშრომელი, ისევე, როგორც ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც უკრაინაში სააკაშვილის დაქვემდებარებაშიც კი მუშაობდა, როდესაც პოროშენკომ მრჩეველთა საბჭო შეკრიბა. ასე რომ, მიკერძოება ერთია, საკითხები სერიოზულია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა საკითხზე არსებობს ძალიან ლოგიკური, დასაბუთებული პასუხები, რაც სამწუხაროდ არ მოისმინეს და ალბათ სხვა ფორმა უნდა მოვძებნოთ, რომ ეს პასუხები ინტენსიურად და ხმამაღლა ისმოდეს“ ,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.