ახალი ამბები
"დემოკრატიის ხელყოფას ევროპარლამენტარები არ გაპატიებენ" - გიორგი ვაშაძე
ვაშაძის თქმით, თუ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდება ევროკავშირისა და მათი დასავლელი პარტნიორების მხრიდან არჩევნების ჩატარება აღიარებული არ იქნება. „დღევანდელი განხილვა ევროპარლამენტში შეგვიძლია შევაფასოთ შემდეგნაირად- სამარცხვინო წარმომადგენლობა და განცხადებები „ქართული ოცნების“ მხრიდან, აფერისტობა, რომელიც მათი მხრიდან იყო და სრულიად არაადეკვატური შეფასება ქვეყანაში არსებული რეალობის. სიცრუის ტალღით შეეცადნენ, ევროპარლამენტარები დაერწმუნებინათ, თუმცა საპასუხოდ კრიტიკის ქარცეცხლი და კონკრეტული გზავნილები მიიღეს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თუ ისინი ამავე გზით გააგრძელებენ სვლას, საქართველოში არჩევნების ჩატარება და მისი შედეგების აღიარება სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგება. გამომდინარე აქედან „ქართულმა ოცნებამ“ გაკვეთილად უნდა მიიღოს, რომ საქართველო იზოლაციაში ვერ მოექცევა, იზოლაციაში მოექცევა „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის გზას არც ერთ შემთხვევაში არ შეაჩერებს, მაგრამ თუ ასე გააგრძელებენ მოქცევას „ქართული ოცნება“ ნამდვილად დაასრულებს არსებობას საქართველოში ძალინ დიდი კრახით. ის სისულელეები, რასაც როშავდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არაადეკვატური იყო, რადგან ევროპარლამენტარებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი საქართველოს მდგომარეობა.

მივმართავ „ქართული ოცნების“ ლიდერებს - გონს მოეგეთ და დროულად დაფიქრდით, თუ ამ ქვეყანაში ცხოვრება გინდათ, კომპრომისებზე უნდა წახვიდეთ და საზოგადოების მოთხოვნა დააკმაყოფილოთ, იმიტომ, რომ დემოკრატიის ხელყოფას ევროპარლამენტარები არ გაპატიებენ!“- განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ქეთევან ციხელაშვილის გამოსვლაც შეაფასა, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ციხელაშვილი საერთოდ უნდა ჩამოშორდეს ამ მიმართულებით ყოველგვარ მუშაობას.

„რა თემით ჩავიდა ციხელაშვილი დღევანდელ შეხვედრაზე, რომელი სამინისტროს წარმომადგენელი იყო? გუშინდელი ფაქტი გვაქვს მაგალითად, რომ ხეებია მონიშნული და შეიძლება მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება მოხდეს და ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა არ იმსჯელებს და არ დააყენებს ადამიანი ამ საკითხს არა მარტო ოთხოზორიას, არამედ არც ერთი გატაცების ფაქტზე რეაგირების საკითხს, რომელიც მთავარი თემა იყო საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ვაჟა გაფრინდაშვილიდან დაწყებული, რაღა თქმა უნდა შენ ხარ არაადეკვატური და მხოლოდ შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედი. აქედან გამომდინარე ვფიქრობს, რომ ეს ქალბატონი თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს და საერთოდ ჩამოშორდეს ამ მიმართულებით ყოველგვარ მუშაობას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.