ბორჯომში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლას
რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ტენდერი, სამუშაოების შესასრულებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ
უკვე გამოაცხადა.შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 616 841 ლარს
შეადგენს.
სამუსიკო სკოლაში, შემდეგი სამუშაოების ჩატარებაა განსაზღვრული:
• დემონტაჟის სამუშაოები
• საერთო სამშენებლო სამუშაოები
• შენობის შიდა ელ. მონტაჯის სამუშაოები
• შენობის შიდა წყალ-კანალიზაციის მონტაჟი
• შენობის შიდა გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირების სამუშაოები
• სახანძრო სიგნალიზაციის, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელის
მონტაჟი
• საქვბის შიდა დანადგარების, მოწყობილობებისა და ელექტრო სისტემის
მონტაჟი