არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის და ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებული 11
პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოს
გადაწყვეტილებით, მათ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება
პატიმრობა ძალაში დარჩა.
რაც შეეხება მტკიცებულებების დასაშვებობას, ამასთან დაკავშირებით,
სასამართლოს დღეს არ უმსჯელია. აღნიშნულ საკითხზე მომდევნო სხდომაზე
იმსჯელებენ.
საქმის პროკურორის მარიამ გოგორელიანის განცხადებით, არასრულწლოვანთა
მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე 2-საათიან სასამართლო
პროცესზე არცერთ ადვოკატს არ უსაუბრია.
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და
ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული.
საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი 8
წლიდან 14 წლამდეა.