დიდველის სათხილამურო "ნოდოს" გზა გაიხსნა
დიდველის სათხილამურო "ნოდოს" გზა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის
დახმარებით გაიხსნა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის მთის კურორტების
განვითარების კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანიამ შეძლო
შესაბამისი ოდენობის წყლის რესურსის მოწოდება, რათა ამოქმედებულიყო
ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც ხელს არ შეუშლის ბაკურიანის
დამსვენებლების წყლით უზრუნველყოფას.
უწყების ცნობით, 2000 მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი
აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს.
წყალმომარაგების კომპანია აქტიურად მუშაობს გუდაურშიც, რათა კურორტს
ხელოვნური გათოვლიანებისთვის საჭირო ოდენობის წყალი მიეწოდოს.