სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობა გაიმართება
დღეს,სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა
გაიმართება.
მოინათლება 500-ზე მეტი ბავშვი.საპატრიარქოს ინფორმაციით, ნათლობა
დღის მეორე ნახევარში, დაიწყება. 20:00 საათისთვის სამების საკათედრო
ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი ილია მეორე
მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
შეგახსენებთ,რომ საყოველთაო ნათლობა 62-ედ იმართება. პატრიარქს 40 388
ნათლული ჰყავს.