ახალი ამბები
"ვტოვებ თანამდებობას ქვეყნის სტაბილურობისთვის " - რაულ ხაჯიმბა
მინდა გაცნობით, რომ ვტოვებ თანამდებობას ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის გადამდგარი დე ფაქტო ლიდერის, რაულ ხაჯიმბას მიმართვაშია ნათქვამი. მისი განცხადებით, მან ყველაფერი გააკეთა, რომ თავიდან აეცილებინა დაპირისპირება მოსახლეობაში და პირობას დებს, რომ მომავალშიც ყველაფერს იზამს „ქვეყნის განვითარებისთვის“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი, ასლან ბარციცი კი რუსულ მედიასთან აცხადებს, რომ ხაჯიმბა გადადგა „რომ არ დაღვრილიყო სისხლი და შენარჩუნებულიყო სტაბილურობა ქვეყანაში“.

შეგახსენებთ, გადამდგარმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს 12 იანვარს განცხადებით მიმართა, რომ შეწყვეტილიყო მისი უფლემოსილება, რასაც წინ უძღოდა ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად გამოცხადების შესახებ“. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.

ცნობისთვის, ე.წ. არჩევნები აფხაზეთში 2019 წლის სექტემბერში გაიმართა, სადაც მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ, ოპოზიციური პარტიის „ამცახარას“ ლიდერი, ალხან კვიცინია დაახლოებით 1%-იანი უპირატესობით დაამარცხა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები „არჩევნების“ შედეგებს არ ეთანხმებოდნენ და მის ბათილად ცნობას ითხოვდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.