სასტუმრო "ბორჯომი-ლიკანის" თანამშრომლების აქცია მოლაპარაკებით
დასრულდა.გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს მენეჯერმა კონკრეტული
დაპირებები გააჟღერა,რის შემდეგაც სასტუმროს პერსონალმა მუშაობის
გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.დაპირებები ეხებოდა საშტატო
პოლიტიკის ცვლილებას.
შეგახსენებთ,რომ დღეს, 6 იანვარს, სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის"
თანამშრომლები გაიფიცნენ. აქციის მონაწილეები მძიმე სამუშაო პირობებს
აპროტესტებდნენ. სასტუმროს ეზოში შეკრებილ აქციის მონაწილეებს,
გენერალური მენეჯერი შეხვდა და განხილვა სასტუმროს შენობაში
გაგრძელდა.