ახალი ამბები
რძის ნაწარმი,ხორცი და პური გაძვირდა - საქსტატი
2019 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების 6.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის დეკემბერში გასული წლის დეკემბერთან შედარებით 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.7 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.4 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.44 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (3.7 პროცენტი), ხილი დაყურძენი (2.9 პროცენტი); ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.3 პროცენტი), თევზეული (2.1 პროცენტი), ასევე რძე, ყველი და კვერცხი (1.1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-1.0 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.0 პროცენტით, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე (2.0 პროცენტი) და ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (0.9 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.7 პროცენტიანი კლება. აღნიშნული ცვლილება-0.09 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.4 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-2.1 პროცენტი).

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.78 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (31.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.8 პროცენტი), თევზეული (14.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (14.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (13.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.0 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (4.6 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 15.6 პროცენტით, რაც 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (30.8 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე(3.1 პროცენტი);

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 6.9 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ტურისტულ მოგზაურობაზე (13.6 პროცენტი), დასვენების, გართობისა და კულტურის ხანგრძლივი მოხმარების სხვა საქონელზე (7.4 პროცენტი), ასევე გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (1.8 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4.6 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.5 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.2 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 7.9 პროცენტით, რაც 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (9.0 პროცენტი).
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.