1254 გამოძახება კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო
31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით კვების ინტოქსიკაციის გამო,
საქართველოში, სულ 1254 გამოძახება დაფიქსირდა.
ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, 387-კვებითი, 844-ალკოჰოლური, ხოლო 23 ერთდროულად
კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამოვლინება დაფიქსირდა.