პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაზიანებები 81-მა ადამიანმა მიიღო
31 დეკემბრისა და 1 იანვრის მონაცემებით, რეგიონებსა და თბილისში
ჯამში პიროტექნიკით დაზიანების 81 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 33
რეგიონებში, 48 კი თბილისში.
როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს,
პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 51 პირს ჰოსპიტალიზაცია
დასჭირდა.
სამინისტროს ცნობით, რეგიონებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა 16
პირი გადაიყვანეს ჰოსპიტალში, თბილისში კი 35 მოქალაქე.