ახალი ამბები
განათლების სამინისტრო ბულინგის წინააღმდეგ დოკუმენტზე მუშაობს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ბულინგის წინააღმდეგ დოკუმენტზე მუშაობს. როგორც,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა დოკუმენტი იანვრის ბოლოსთვის დამტკიცდება.

„ვეცდებით, ძალიან მოკლე ვადაში გავაკეთოთ ყველა დოკუმენტის თავმოყრა, გაანალიზება და ჩვენთვის მორგებული შესაბამისი დოკუმენტის შედგენა. ვფიქრობ, 2020 წლის დასაწყისში ალბათ, შევძლებთ, რომ გარკვეული სამუშაო დოკუმენტი არსებობდეს, როგორც ბულინგის მიმართულებით, ასევე კრიზისების მართვის მიმართულებით. ჩვენ უწყებათაშორის ჯგუფს წარვუდგინეთ პრობლემის მოგვარების კომპლექსური ხედვა, რომელსაც „ბავშვთა კეთილდღეობა“ დავარქვით. მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან სწრაფად გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი, განვსაზღვრეთ მოკლე ვადაში რა იქნება მნიშვნელოვანი. ასევე, დროში გავწეროთ ის ღონისძიებებიც, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მიზნად დავისახეთ. ორი პრიორიტეტი იქნება პრიორიტეტი - კრიზისების მართვა და ბულინგის წინააღმდეგ დოკუმენტი, რომელიც იანვრის ბოლოსთვის უნდა გვქონდეს“ - განაცხადა დგებუაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფია შექმნილი. ჯგუფი ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოებისა და პრევენციისთვის უწყებების მიერ განსახორციელებელ ამოცანებზე მუშაობს. უწყებათაშორის ჯგუფში შედიან - ჯანდაცვის, განათლების, იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ფსიქოლოგები და დარგის სპეციალისტები.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.