გრიპის ვირუსის გამო კლინიკები გადაიტვირთა
გრიპის და მწვავე რესპირატორული ინფექციების გამო კლინიკების ნაწილში
გადატვირთულობის პრობლემაა.
აღნიშნული პრობლემის შესახებ საუბრობენ არაერთ სამედიცინო
დაწესებულებაში, მათ შორის მიხეილ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ
საავადმყოფოში.
„კლინკა გადატვირთულია. პაციენტების საკმაოდ დიდი რაოდენობით
შემოდინება ფიქსირდება, მაგრამ გამოვათავისუფლეთ რამდენიმე
განყოფილება და ამ გამოთავისუფლებული ადგილების ხარჯზე პაციენტების
მიღების პრობლემა არ გვაქვს. მობილიზებულია გადაუდებელი დახმარება.
ასევე, რესპირაციული განყოფილება სრულად არის დატვირთული. ვირუსიანი
ბავშვები არსად არ მიდიან, რჩებიან სტაციონარში“ - განაცხადეს
კლინიკაში.
კლინიკაში არ აკონკრეტებენ, რამდენი ბავშვი მკურნალობს ამ ეტაპზე
მათთან და რამდენის მიღება შეუძლიათ დამატებით, თუმცა აცხადებენ, რომ
მონაცემები ყოველ საათში იცვლება.