ახალი ამბები
სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი არ შეიცვლება - სემეკი
სემეკ-მა გაზის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელად დატოვა. შესაბამისი განცხადება სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
ნარმანიას თქმით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი არ შეიცვლება.

"სხვადასხვა პარამეტრებზე დაყრდნობით, დღეს ბუნებრივი აირის ტარიფები დავადგინეთ. დედაქალაქში ბუნებრივი აირის ტარიფი დარჩა უცვლელი. თუ ადრე ტარიფები მხოლოდ ერთი წლით დგინდებოდა, დღეს პირველად დავადგინეთ სამი წლით, ასე რომ, დედაქალაქის მოსახლეობას შეუძლია მომდევნო სამი წლის განმავლობაში იყოს მშვიდად, რადგან მომდევნო სამი წელი ტარიფების ზრდა არ მოხდება,"-აღნიშნა ნარმანიამ.

ამასთან, ნარმანიას თქმით, მოსაწოდებელი გაზის ფასთან დაკავშირებით აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს შორის ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არაა. რაც შეეხება რეგიონებში გაზის ტარიფს, სემეკი "სოკარისთვის" ტარიფს უახლოეს დღეებში დაადგენს.

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე შპს „თბილისი ენერჯისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები განხილა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.