პრეზიდენტმა, მივლინებებში მილიონ 400 000 ლარზე მეტი დახარჯა
10 თვეში პრეზიდენტის ადმინისტრაციას სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით
40-მდე ვიზიტი აქვს განხორციელებული, რაშიც 1 417 534 ლარი დაიხარჯა.
უშუალოდ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამივლინებო ხარჯები 341 800
ლარს შეადგენს.
ყველაზე მეტი თანხა პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას აშშ-ში ვიზიტის
დროს აქვს დახარჯული. აშშ-ში ვიზიტის განმავლობაში, უშუალოდ
პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯი 144 616 ლარს შეადგენს, ადმინისტრაციის
დანარჩენმა თანამშრომლებმა კი, აშშ-ში, ამავე ვიზიტის პერიოდში, 131
845 ლარი დახარჯეს. აშშ-ის შემდეგ ყველაზე მოცულობითი თანხა
პრეზიდენტმა და მისმა ადმინიტრაციამ საფრანგეთში, პარიზში ვიზიტისას
დახარჯეს (85 297.45 ლარი). ყველაზე მცირე თანხა კი დანიაში,
კოპენჰაგენში ერთდღიანი ვიზიტისას დაიხარჯა და ის 2 279 ლარს
შეადგენს.
აღნიშნული ხარჯები 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.