პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა
25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და
უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. ამასთან დაკავშირებით
სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში
შესრულდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25
დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია
მეორე ეწოდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი
მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 46 ეპარქია, დაახლოებით 2
ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და
ბერ-მონაზონია.