სუიციდის მცდელობა ახალციხეში
ახალციხის სოფელ ხეოთში მცხოვრებმა მ.ჯ.-მ თვის მოკვლა სცადა. 75 წლის
ქალი ოჯახის წევრებმა იპოვეს. ის ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია
გადაყვანილი.
„გუშინ საღამოს სასწრაფო იყო მოსული, ვიკითხეთ რა ხდებაო და გავიგეთ,
რომ ქალი თავის მოკვლას აპირებდა, სხვა არაფერი ვიცით“, - ამბობენ
მეზობლები.
„ოჯახი კარგად უვლიდა. სექტემბერში სუსტად იყო და კლინიკაში იწვა,
გადასხმები გაუკეთეს. რომ გამოწერეს მას შემდეგ მარტო არ ტოვებდნენ,
ძალიან კარგად პატრონობდნენ. თავსაც კარგად გრძნობდა“, - გვითხრეს
ხეოთში.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე
მუხლის პირველი ნაწილიოთ დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას
გულისხმობს.
წყარო: ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი"