ექიმი - ცოტნე გამსახურდია მართვით სუნთქვაზეა
ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა. მისი თქმით, გამსახურდიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

"ამ ეტაპზე მისი სიმძიმე შეესაბამება გადატანილ ოპერაციულ ჩარევებს", - განაცხადა კვაჭაძემ.

თუ რა სახის ოპერაცია ჩაუტარდა ცოტნე გამსახურდიას, ექიმი ამბობს, რომ კონკრეტულ დეტალებზე, ჯერჯერობით, ვერ ისაუბრებს. ამასთან, კითხვაზე, ბასრი საგნით აქვს თუ არა ჭრილობები მიყენებული, ექიმი განმარტავს, რომ ვერც ამ დეტალებზე ისაუბრებს, თუმცა პაციენტს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.

"ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს, რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გავქვს, თუმცა გამორიცხული არ არის, რაღაც პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა დაგვჭირდეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. მრავლობითი ჭრილობები აქვს, არა მხოლოდ გულ-მკერდის არეში, თავის არეშიც. ახლა მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.