დანამატი დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს
თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იანვრიდან
დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასებზე 200-დან 800
ლარამდე ყოველთვიური დანამატი დაუწესდებათ.
როგორც ღარიბაშვილმა 100 დღის ანგარიშის წარუდგენისას განაცხადა,
დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„მე მინდა, აღვნიშნო დაჭრილი და დაშავებული სამხედროების შესახებ,
მათზე ზრუნვა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ,
ადამიანი, რომელიც ყველაზე ძვირფასს - თავის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს
წირავს ჩვენს სამშობლოს, მათზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი ამოცანა და
ვალდებულება. ამ მიმართულებით ჩვენ გეტყვით, რომ ახალი, განახლებული,
ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში იანვრიდან
დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადად
ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასზე 200-დან 800 ლარამდე
ყოველთვიური დანამატი დაუწესდებათ“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.