15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა
15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა,
საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, 10 დეკემბერს "112“-ზე განხორციელებული შეტყობინების
საფუძველზე თბილისში, "მწვანე სკოლის" შიდა და გარე ტერიტორიაზე
გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციის
განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა
არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო
„მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა.
არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა
სცადა.
იაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორის თამარ ვახტანგაძის
ინფორმაციით, 15 წლის მოზარდს გული გაუჩერდა.
თამარ ვახტანგაძის თქმით, ექვსი დღის განმავლობაში პაციენტს
ყველანაირი სამედიცინო ჩარევა ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ
მოხერხდა.
"ბოლო 6 დღის განმავლობაში, მას ჩაუტარდა ყველანაირი სამედიცინო
ჩარევა. საგანგებოდ მისთვის, ამ პაციენტისთვის ნეიროქირურგების და
ანესთეზიოლების გუნდი იქნა ჩამოყვანილი ისრაელიდან, თუმცა სამწუხაროდ
პაციენტის გადარჩენა ვერ მოხედრდა. 20:10 საათზე მისი გული
გაჩერდა,"-განმარტა კლინიკის დირექტორმა თამარ ვახტანგაძემ.
მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.