ახალი ამბები
პრეზიდენტი - ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება
ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამეცნიერო წარმომადგენლებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად თავდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებული პრობლემებისა, საქართველოს ის ძლიერი იარაღი აქვს, რომელსაც ცოდნა, მეცნიერება და კულტურა ჰქვია. „არ შეიძლება, რომ ჩვენ ვერ გავიტანოთ ჩვენი კულტურა, იდენტობა, ცოდნა ჩვენი ქვეყნის შესახებ. ეს ჩვენი მოვალეობა და მომავალია. ამითი ან ძალიან საინტერესო ვიქნებით მსოფლიოსთვის, ან არ ვიქნებით. ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა. ძალიან მდიდარია რეგიონი ამ მხრივ: თავისი რელიგიით, თავისი არქეოლოგიით, თავისი წარსულით და თავისი მომავლით. ყველაფერი იმით უნდა დაიწყოს, რომ ჩვენი თავის დავიჯეროთ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.