დიღომში 28 წლის ქალი ყელის არეში დაჭრეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს
დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის
ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მარშალ გელოვანის
გამზირზე მდებარე ქვეითთა გადასასვლელ ხიდზე, 1991 წელს დაბადებულ
ე.ბ.-ს ყელის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა დაკავებულის
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს. განზრახ
მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს