2018-2019 წლებში არასრულწლოვანთა ქორწინების ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება, რომელთა შორისაც 14 და 15 წლის მოზარდებიც არიან
2018-2019 წელს ადრეული ქორწინების თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯამში 195-მა მოქალაქემ მიმართა. აქედან 3 არასრულწლოვანი 2005 წელს იყო დაბადებული.

სააგენტოში ადრეული ქორწინების თაობაზე 2019 წელს შესულია 80 შეტყობინება. აქედან 2001 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე– 21 შეტყობინება; 2002 წელს დაბადებულზე - 33, 2003 წელს დაბადებულზე 17, 2004 წელს დაბადებულებზე – 7, 2005 წელს დაბადებულებზე - 2.

რაც შეეხება რეგიონებს, 2019 წელს იმერეთში ადრეული ქორწინების თაობაზე 18 მიმართვა დაფიქსირდა; კახეთში 14, შიდა ქართლში - 10, ქვემო ქართლში - 8,სამცხე-ჯავახეთში - 6, სამეგრელო ზემო-სვანეთში - 6, აჭარაში - 6, მცხეთა-მთიანეთში - 6, თბილისში - 5, ხოლო გურიაში - 1.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ადრეული ქორწინების თაობაზე 2018 წელს ცენტრში შესულია 115 შეტყობინება. აქედან 1999 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე – 1 შეტყობინება. 2000 წელს დაბადებულზე - 20 შეტყობინება, 2001წელს- 40 არასრულწლოვანზე; 2002 წელს – 40 არასრულწლოვანზე, 2003 წელს – 9 არასრულწლოვანზე, 2004 წელს - 4 არასრულწლოვანზე; 2005 წელს – 1 არასრულწლოვანზე.

რაც შეეხება რეგიონებს, 2018 წელს იმერეთში 29 ადრეული ქორწინების თაობაზე მიმართვა დაფიქსირდა; კახეთში - 17, თბილისში - 17, ქვემო ქართლში - 15, აჭარაში - 12, სამცხე-ჯავახეთში- 10, სამეგრელო ზემო-სვანეთში - 7, შიდა ქართლში - 4, მცხეთა-მთიანეთში - 2, გურიაში -2.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე, 143-ე და 150 მუხლებით (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში; თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ და ქორწინების იძულება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის 176 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი უკავშირდებოდა ბავშვობის ასაკში ქორწინებას. აქედან, შსს-ის ინფორმაციით, 76% ეხებოდა კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში), 19% -კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), ხოლო 5% - კოდექსის 150 მუხლით (ქორწინების იძულება) გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტს.

უწყების ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, ამ მუხლით გამოძიება ყველაზე ხშირად ქვემო ქართლში დაიწყო, ყველაზე ნაკლები ოდენობით კი მცხეთა-მთიანეთში. რაც შეეხება ქორწინების იძულების შემთხვევებს, როგორც შსს-ში განმარტავენ, ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულებიდან, 5% უკავშირდება ქორწინების იძულებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, მარნეულსა და თეთრიწყაროში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში 2019 წლის ანალოგიური სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება, ამ ეტაპზე, სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტში არ განხორციელებულა.

რაც შეეხება ცალკეულ სტატისტიკურ მონაცემებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წელს იანვარ-სექტემბერში ქორწინების იძულების მუხლით გათვალისწინებულ 4 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, ხოლო სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში ამ მუხლით გამოძიება 105 შემთხვევაზე დაიწყო. 2018 წელს კი ამავე მუხლით 201 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.