ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი - ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლა არარეალურია
როდესაც ოპოზიციის დაჟინებულ მოთხოვნაზე ვსაუბრობთ, რომ ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლა მოხდეს მაშინ, როდესაც ის არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგის მოლოდინი არ შეიძლება გვქონდეს, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მედიას განუცხადა, რითაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მაია ცქიტიშვილის თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შემუშავებული მოდელი არაკონსტიტუციურია და შესაბამისად ეს “დაჟინებული და არარეალური მოთხოვნაა“.

„მოლაპარაკებაში მნიშვნელოვანია, რომ იმ საკითხებზე ხდებოდეს მოლაპარაკება, რაც ფიზიკურად შესრულებადია. როდესაც ჩვენ ოპოზიციის დაჟინებულ მოთხოვნაზე ვსაუბრობთ, რომ ე. წ გერმანულ მოდელზე გადასვლა მოხდეს მაშინ, როდესაც ის არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგის მოლოდინი არ შეიძლება გვქონდეს. გარდა ამისა, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენს ოპოზიციაში საკმაოდ კვალიფიციური ადამიანები, პოლიტიკოსები და იურისტები არიან იმისთვის, კარგად ესმოდეთ, რომ აღნიშნული მოდელი ჩვენს კონსტიტუციას არ შეესაბამება. ამდენად, ოპოზიციის ეს დაჟინებული და არარეალური მოთხოვნა შეიძლება სხვა მიზნებსაც ემსახურებოდეს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან, ცქიტიშვილი თქმით, ოპოზიციასთან უნდა მოხდეს მოლაპარაკება საარჩევნო კოდექსთან და საარჩევნო სტანდარტებთან დაკავშირებით იმისთვის, რომ 2020 წლის და მომდევნო არჩევნები ქვეყანაში ჩატარდეს კიდევ უფრო გამჭვირვალედ და კონკურენტულ გარემოში. ცქიტიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, ამ კუთხით დიალოგი გაგრძელდეს იმისთვის, რომ 2020 წლის „საპარლამენტო არჩევნებში ეჭვი არავის ეპარებოდეს“.

ცნობისთვის, ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილებების თაობაზე მომზადებულ კანონპროექტს დღეს პარლამენტში დაარეგისტრირებს, რის შემდეგაც სახალხო დამცველი კანონპროექტს ეუთოს გადაუგზავნის.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.