ახალი ამბები
"ვლადიმერ პუტინი ავაზაკია" - სენატორი კორი გარდნერი
ვლადიმერ პუტინი ავაზაკია და რუსეთი სირიის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და სუდანის მსგავსად ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უნდა ვცნოთ“, - განაცხადა სენატორი კორი გარდნერიმ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტზე მოსმენისას. კომიტეტზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა და დამსწრე სენატორებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.

კორი გარდნერის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ვლადიმერ პუტინის მმართველობით შეიჭრა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე;

„ის მხარს უჭერს ასადის სისხლიან რეჟიმს; გვმტრობს ავღანეთში; ჩართულია დასავლეთის დემოკრატიების წინააღმდეგ აქტიურ საინფორმაციო ომში, მათ შორის 2016 წელს ჩაერია აშშ-ს არჩევნებში. რუსეთი ასევე პასუხისმგებელია სხვა ქმედებებზეც, როგორიცაა 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდებაში; 2018 წელს სალსბერიში (გაერთიანებული სამეფო) ქიმიური შეტევის განხორციელებაში; იგი [რუსეთი] ჩვენი აშკარა მოწინააღმდეგეა, რომელიც 2016 წელს ჩაერია აშშ-ის არჩევნებში. მას კვლავაც განზრახული აქვს იგივე გააკეთოს 2020 წელს [აშშ-ში] და ასევე ჩაერიოს მსოფლიოს სხვა დემოკრატიული ქვეყნების არჩევნებში. მე მჯერა, რომ ვლადიმერ პუტინი ავაზაკია და რუსეთის ფედერაცია სირიის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და სუდანის მსგავსად უნდა ვცნოთ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“, - განაცხადა სენატორი კორი გარდნერიმ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.