თავშესაფრის ქართველი მაძიებლები გერმანიიდან გამოაძევეს
თავშესაფრის ქართველი მაძიებლები გერმანიის ზაქსენის მიწიდან
გამოაძევეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი
იუწყება.
კერძოდ, როგორც გამოცემა წერს, სამშაბათს, 26 ნოემბერს გერმანიაში,
კერძოდ, ზაქსენის მიწიდან მორიგი დეპორტაცია განხორციელდა.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ საქართველოს
41 მოქალაქე გამოაძევეს. 34 მათგანი თავშესაფრის მაძიებელი იყო.