ახალი ამბები
სამოქალაქო აქტივისტებმა არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოფისს ბოქლომი დაადეს
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა და სამოქალაქო ატივისტებმა პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოფისს ბოქლომი დაადეს. პარტიის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად ოზურგეთში, თალაკვაძის ოფისთან ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ.

მათი განცხადებით, ადგილზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები და პოლიცია დაახვედრეს, რის გამოც ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.

„დაგვახვედრეს დაცვის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, სუს-ი, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც არ გვაძლევდნენ საშუალება, რომ ბიუროს ოფისისთვის ბოქლომი და ჯაჭვი დაგვედო. გვეტაკნენ, წაგვაქციეს, თუმცა საბოლოოდ, თალაკვაძის ოფისი მაინც დალუქულია. სტიკერები გავაკარით თვითონ მერიის შენობაზეც, სადაც თალაკვაძის მაჟორიტარული ბიუროა განთავსებული.

გვქონდა დაპირისპირება „ქართული ოცნების“ აქვტივისტებთან. დაიწყეს შეურაცხყოფა, თუმცა დავუფიქსირეთ, რომ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები და ვაპროტესტებთ გადაგდებას.

ვუთხარით, რომ კიდევ დავბრუნდებით. არ მოვასვენებთ. ყველგან, სადაც წავლენ, მივალთ და შევახსენებთ, რომ დანაპირები უნდა შეასრულონ და არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით“, - განუცხადა „ინტერპესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ გოგოტიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პარტია და მათი მხარდამჭერები დღეს ბოქლომის დადებას სხვა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ოფისებზეც გეგმავენ, მათ შორის თბილისში - მამუკა მდინარაძის, ზუგდიდში - მერაბ ქვარაიას, გორში - იოსებ მაკრახაძის, მცხეთაში - დიმიტრი ხუნდაძის და ქუთაისში - დიმიტრი მხეიძის ოფისებზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.