საროში ტაძრის დღესასწაულს ზეიმობენ
21 ნოემბერს მართლმადიდებელი სამყარო მთავარანგელოზობის დღესასწაულს
ზეიმობს. საზეიმო წირვა–ლოცვა აღევლინება ასპინძის მუნიციპალიტეტის
სოფელ საროში, სადაც ტაძრის დღესასწაულს ზეიმობენ.
შეგახსენებთ,რომ ორი წლის წინ საროში ოფიციალურად გაიხსნა დედათა
მონასტრის ახალი შენობა და შედგა სამრევლო სკოლის პრეზენტაცია, სადაც
საროსა და მიმდებარე სოფლებიდან მოსწავლეები ტრადიციულ ხელსაქმეს,
რელიგიას, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს სწავლობენ.
ადგილზე იმყოფება ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფი,სიუჟეტს
მოგვიანებით შემოგთავაზებთ.