ახალი ამბები
უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 100 ათას ლარამდე ჩამოვა
უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარიდან შესაძლოა, 100 ათას ლარამდე ჩამოვიდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. გახარიამ აღნიშნულთან დაკავშირებით დავალება ფინანსთა მინისტრს მისცა და აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკური ზრის დაჩქარების უზრუნველსაყოფად კეთდება.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ქვეყნის უახლესი წლების განმავლობაში წლების განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევა და მიზანიც იქნება ეკონომიკური ზრდა და პირველ რიგში, სამუშაო ადგილები და ყველაფერი ის, რაც ხდება სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში, იძენს უკანონო ქმედებების სახეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ზედავლენას ახდებს ასეთ მნიშვნელოვან განზომილებაზე ცხოვრების, როგორიც გახლავთ ეკონომიკური ცხოვრება. ამიტომ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებას დღეის მდგომარეობით და ეს გახლავთ ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური განვითარება, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ, საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მსგავს გამოწვევებსაც გავცეთ შესაბამისი პასუხი.

ამიტომ დღეს მე მინდა ეკონომიკური ზრდის რისკების, ეკონომიკური ზრის დაჩქარების უზრუნველსაყოფად ფინანსთა მინისტრს დავავალო ის შემზღუდველი ელემენტი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ უცხოურ ვალუტში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარის ფარგლებში, განიხილოთ შესაძლებლობა და მთავრობის მომავალ სხდომაზე წარმოგვიდგინოთ, რამდენად შესაძლებელია ეს ზღვარი 100 ათას ლარამდე ჩამოვწიოთ“, - განაცხადა გახარიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.