ეროვნულმა ბანკმა ფასები უნდა დაასტაბილუროს- გიორგი გახარია
პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ ბანკს მოუწოდა, ფასების
სტაბილურობისთვის მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული
ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობის და ინფლაციის თარგეთირების
უზრუნველსაყოფად. ყველას კარგად გვესმის, რომ ყველამ კოორდინირებულად,
ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ,
როგორც ეკონომიკური ზრდა მთავრობის მხრიდან, ასევე ინფლაციის ზღვრულის
ნორმები, რომელიც ჩვენ გვქონდა წლის დასაწყისში დაგეგმილი და ფასების
სტაბილურობა. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. რა თქმა უნდა, ჩვენ,
მთავრობის მხრიდან გადავდგამთ ყველა აუცილებ ნაბიჯს, თუმცა, ასევე
მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მისი
კომპეტენციის ფარგლებშია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.