26 ნოემბერს კი პარლამენტის პიკეტირება იგეგმება - დავით ბაქრაძე
პიკეტირება, რა თქმა უნდა, არ არის საუკეთესო გამოსავალი. ისევე
როგორც ის, რაც დღეს ქუჩაში ხდება ბუნებრივია არ არის კარგი, მაგრამ
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი შექმნა და ამ ყველაფრისკენ
საზოგადოება მიიყვანა ივანიშვილის და ოცნების ტყუილმა შეესრულებინათ
ის, რასაც ხალხს დაჰპირდნენ, - ამის შესახებ ,,ევროპული
საქართველოს'' ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ კვირის განმავლობაში აქციები სხვადასხვა ლოკაციაზე
ჩატარდება. 25 ნოემბერს ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები
რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და პარლამენტის წინ მიმდინარე
აქციას მსვლელობით შეუერთდებიან, ხოლო 26 ნოემბერს მშვიდობიანი ფორმით
პარლამენტის პიკეტირება მოხდება.
,,პროტესტები გაგძელდება და ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ პოლიტიკური
კრიზისიდან გამოსავალი არ გადის სპეცრაზმზე, ფარებზე და წყლის ჭავლზე.
ადამიანები აქ გამოიყვანა შეურაცხყოფამ, ხელისუფლების ტყუილმა და
ამიტომ გამოსავალი იქნება მხოლოდ ის, რომ მთავრობამ გადადგას
შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯები იმ პოლიტიკური კრიზისიდან
გამოსასვლელად, რომელშიც თვითონ შეგვიყვანა ყველა. ეს ნაბიჯი არ არის
სპეცრაზმი და ძალა, ამიტომ რამდენჯერაც არ უნდა გამოიყენონ სპეცრაზმი,
აქციები გაგრძელდება, ეს იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი
აქციები. ამ კვირის განმავლობაშიც იქნება აქციები სხვადასხვა
ლოკაციაზე. შემდეგ უკვე ორშაბათს შვიდ საათზე იქნება შეკრება
რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით გადმოვინაცვლებთ
პარლამენტთან და სამშაბათს გაგრძელდება მშვიდობიანი და არაძალადობრივი
ფორმით პარლამენტის პიკეტირება.
აქციები იქნება მანამდე, სანამ ხელისუფლება არ გააცნობიერებს, რომ მათ
შექმნეს კრიზისი, მათ შეიყვანეს ქვეყანა კრიზისში და უნდა მოძებნონ
გამოსავალი კრიზისიდან. პარლამენტის შიგნით ჯერ-ჯერობით პოლიტიკური.
ბოიკოტის რეჟიმში ვართ იმიტომ, რომ სრულიად წარმოუდგენელია შევიდეთ და
სხდომზე და რაიმე საკითხების განხილვაში ჩავერთოთ. ამიტომ, პოლიტიკური
ბოიკოტი გაგრძელდება. პიკეტირება, რა თქმა უნდა, არ არის საუკეთესო
გამოსავალი, ისევე როგორც ის, რაც დღეს ქუჩაში ხდება, ბუნებრივია არ
არის კარგი, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი შექმნა
და ამ ყველაფრისკენ საზოგადოება მიიყვანა ივანიშვილის და „ოცნების“
ტყუილმა შეესრულებინათ ის, რასაც ხალხს დაჰპირდნენ. ამიტომ გამოსავალი
უნდა მოვძებნოთ.
მოიყვანენ კიდევ ერთხელ სპეცრაზმს? კი ბატონო, დაშლის კიდევ ერთხელ
სპეცრაზმი ხალხს, შემდეგ კიდევ გაგრძელდება პროტესტი მანამდე, სანამ
ხელისუფლება არ მიხვდება, რომ პოლიციის ზურგსუკან ქვეყანა ვერ
განვითარდება და ამას სჭირდება დიალოგი, რომლისკენაც მოგვიწოდებს
ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, სახალხო დამცველი
არასამთავრობო სექტორი. ყველა მზად არის კრიზისის განმუხტვისთვის,
გარდა ხელისუფლების, რომელმაც შექმნა ეს კრიზისი და როგორც ჩანს
სჯერა, რომ პოლიციით და სპეცრაზმით ამ ქვეყანაში მიაღწევს
სტაბილურობას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.