პარლამენტთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს
გაიმართება.
დაკავებულების ადვოკატის, გიორგი ონიანის განცხადებით, სხდომა
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით, 10:00 საათიდან
დაიწყება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული
სახდელის დადებაზე იმსჯელებენ.
დაკავებულებს შორის არიან, ადვოკატი ბექა ბასილაია, მოძრაობა
„სირცხვილიას“ ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი, ასევე ზუკა
ბერძენიშვილი.
შსს-მ გუშინდელ აქციაზე ჯამში 37 პირი დააკავა.