IRI-ის გამოკითხის მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგში არმია ლიდერობს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხის მიხედვით,
ინსტიტუტების რეიტინგში არმია ლიდერობს 86%-ით, მეორეზე ეკლესია -
85%, მესამეზე კი ქართული მედია - 72%
დანარჩენი ადგილები ასე გადანაწილდა. პოლიცია - 59%; საჯარო განათლება
- 51%; ადგილობრივი ხელისუფლება - 46%; მთავრობა - 37%; ცენტრალური
საარჩევნო კომისია - 36%; პრემიერ მინისტრის ოფისი - 34%; პოლიტიკური
პარტიები - 28%; გუბერნატორები - 27%; პროკურატურა - 27%; ეროვნული
ბანკი - 27%; პრეზიდენტის ოფისი - 27%; სასამართლო - 27%;
პროფკავშირები - 27%.
IRI-ის ინფორმაციით, წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა
კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან
14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს
მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში
მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა
მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და
ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის,
რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა
მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და
შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით.