ახალი ამბები
საპარლამენტო უმრავლესობას მარიამ ჯაშიც ტოვებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა „ქართული ოცნება“ დატოვა. შესაბამისი განცხადება ჯაშმა რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტში გააკეთა. „თითქმის სამი საათი გავიდა კენჭისყრის შემდეგ. ეს დრო სპეციალურად გამოვიყენე, რომ ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილიყო ემოციურ ფონზე მიღებული. ასევე ჩემთვის ძალიან ბევრი კოლეგა და მეგობარი რჩება „ოცნებაში“ და ეს დრო გამოვიყენე, რომ მათთან მქონოდა გასაუბრება და ჩამეყენებინა ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე საქმის კურსში. მე ვტოვებ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას და შესაბამისად, ვტოვებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს დისკუსია, რომელი საარჩევნო სისტემაა უკეთესი, ამ შემთხვევაში პრინციპული საკითხი იყო, რომ გაგვეტანა საზოგადოებისთვის 2 თვის წინ მიცემული პირობა. ჩემთვის ყოველთვის საამაყოდ დარჩება ის ინიციატივები და ნამდვილად ისტორიული ცვლილებები, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოიტანა საქართველოში, ყოველთვის ვიამაყებ ჯანდაცვაში, ციხეში, განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმებით, მაგრამ ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის არმიღება დღეს მე არშემიძლია“, - განაცხადა ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ და ზაზა ხუციშვილმაც დატოვეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.