ახალი ამბები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილმა უმრავლესობა დატოვა

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი დატოვეს.

აღნიშნულის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ, როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა. ვინაიდან ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს და პროპორციული სისტემის ჩავარდნის საკითხი არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც მე პირადად და ჩემი კოლეგები პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. ეს არის ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. პირადად მე ვარ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და საერთაშორისო მდივანი. ეს ორივე არის ძალიან მაღალი თანამდებობა და მაღალი პასუხისმგებლობა, ასეთი განცხადების შემდეგ ბუნებრივია, მე მომიწევს ორივე თანამდებობის დატოვება. სამწუხაროდ, შედეგი დადგა ისეთი, როგორიც დადგა და ამაში ძალიან დიდი როლი ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობას, იმიტომ რომ უდიდესი ნაწილი ხმების იყო დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“. ჩვენი პოზიცია იყო გუნდისთვის ცნობილი. ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება იყო წითელი ხაზი და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. მომავალზე ძალიან გამიჭირდება ახლა საუბარი, ჩვენ ხომ არ დაგვიორგანიზებია ეს პროცესი, არ დაგვიგეგმავს ოპოზიციაში გადასვლა, ამაზე არ გვისაუბრია, პასუხი კითხვაზე სამომავლოდ რა ნაბიჯებს გადავდგამთ ამაზე პასუხები არ მაქვს. უბრალოდ, ამ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით რაც მოხდა სხდომათა დარბაზში, მყისიერი და სწორი გადაწყვეტილება ჩემი როგორც ვიცე-სპიკერის და უბრალო მოქალაქის, ვფიქრობ, რომ ეს იყო. დიდ პასუხისმგებლობას ვატარებ და სწორად მიმაჩნია ჩემი წასვლა“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მათი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული იყო პარტიაც და პარტიის თავმჯდომარეც.

„ერადერთი რაც შემიძლია გითხრათ, დღეს იყო ძალიან მძიმე უმრავლესობის სხდომა, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო ეს სხდომა, ალბათ, პარტიისთვის დანაკარგით დასრულდებოდა. რადგან დადგა ისეთი შედეგი, როგორიც დადგა, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელზეც პარტია ინფორმირებული იყო“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


მმართველ გუნდს კიდევ ერთი დეპუტატი - ზაზა ხუციშვილი ტოვებს. „პარტიის წევრი მე არ ვყოფილვარ და ბუნებრივია, ვერ დავტოვებ. მაჟორიტარი დეპუტატი გახლავართ და ამ მოვალეობას შევასრულებ ბოლომდე. საპარლამენტო უმრავლესობა დავტოვე“ - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენიმე წუთის წინ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.