განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ
მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩხენკელს განათლების მინისტრის პოსტი
2017-2018 წლებში ერთხელ უკვე ეკავა, დღემდე კი განათლების საკითხებში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო. 2017 წლამდე ჩხენკელი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პრორექტორის თანამდებობას იკავებდა.
მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის
უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.