მომრავლებული მიუსაფარი ძაღლები, ბორჯომში მცხოვრები ადგილობრივების ყოველდღიურობაა.ცხოველები, ქალაქის ცენტრალურ უბნებში ჯგუფურად გადაადგილდებიან და აგრესიით გამოირჩევიან.ვითარება განსაკუთრებით დილის საათებში რთულდება,სკოლებში მიმავალი მოსწავლეები საფრთხის ქვეშ არიან,სკოლამდე მისვლა მათ სტრესისა და შიშის პირობებში უწევთ.ბავშვებთან ერთად არანაკლები საფრთხე ექმნებათ ზრდასრულ მოქალაქეებსაც,როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხშირია დაკბენის ფაქტები.
ცენტრალური უბნების პარალელურად, მიუსაფარი ძაღლები გარეუბნებსა და მიმდებარე სოფლებშიც მრავლად არიან.როგორც ბორჯომის ჯეოჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში განაცხადეს, 2019 წლის მონაცემებით ძაღლის მიერ ადამიანის დაკბენის 307 შემთხვევა დაფიქსირდა.