"ტაძრისის თემს ყურადღება არ ექცევა"- ვიოლეტა ბალახაშვილი
18:31 / 25.10.2019
დღეს, გამართულ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ,მწვავე
კითხვები მოჰყვა ინფრასტრუქტურის,არქიტექტურისა და ზედამხედველობის
სამსახურის ინფორმაციას 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული
პროექტების შესახებ.კერძოდ საკრებულოში,ტაძრისის თემის დეპუტატმა
ვიოლეტა ბალახაშვილმა,კითხვით მიმართა სამსახურის უფროსს გიორგი
ყიფიანს,თუ რა მიზეზით არ განხორციელდა მიმდინარე წელს ტაძრისში
არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი,იმ ფონზე როდესაც ბორჯომის სხვა
სოფლებში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობდა.
ინფრასტრუქტურის,არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის
ხელმძღვანელმა ვიოლეტა ბალახაშვილის კითხვას უპასუხა და ხაზი მწირ
ფინანსებს გაუსვა ,თუმცა მისმა პასუხმა,ვიოლეტა ბალახაშვილი ვერ
დააკმაყოფილა,მისი განცხადებით ამ საკითხზე უამრავი პასუხგაუცემელი
კითხვა არსებობს.
საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი გოგიჩაიშვილის განცხადებით დეპუტატის
მოთხოვნა საფუძვლიანია,თუმცა აუცილებლად არის გასათვალისწინებელი
თანხების არასაკმარისი რაოდენობა ბიუჯეტში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.